შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგა შუშანიას განცხადებით ქუთაისში რამდენიმე სოციალური პროექტი პიარისათვის და საზოგადოების საჩვენებლად ხორციელდება
06.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში რამდენიმე სოციალური პროექტი პიარისათვის და საზოგადოების საჩვენებლად ხორციელდება, რეალურად სოციალური პროექტებისათვის განკუთვნილი თანხა პროცენტულად ძალიან მცირეა -ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს. მისი თქმით, ქუთაისის მერია საკუთარი კომფორტის გამო სოციალური პრობლემების საკითხს პირველ ადგილზე არ აყენებს. ქვეყანაში სოციალური ფონი დღითი დღე უარესდება, ათეულობით ადამიანი სამსახურს კარგავს, ხოლო წლის ბოლოს ასეულობით ოჯახი უკვე სოციალურად დაუცველი ადამიანების სტატუსს იძენს. ქუთაისის ვიცე მერის განმარტებით მერია 30 მდე სოციალური ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს, მათი უმრავლესოობა კი მიმართულია არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების დაცვაზე.