შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
06.02.2020
უკან დაბრუნება
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა, ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერი გააკრეს წარწერით "სირცხვილი". პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებს პროპორციული სისტემით არ ჩაატარებს. შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის გამართვა გუშინ ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ჩაიშალა. თბილისში გამართული აქციის დეტალებით დღის ამბებმა სატელეფონო ინტერვიუ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ჩაწერა.