შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს
04.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს. შეირჩევა და გადამზადდება მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც შემდეგ გრანტის სახით საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც პროექტს გაუწევს ოპერირებას. ასევე ცხადდება კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამაზე. კონკურსის შედეგად შეირჩევა ორგანიზაცია, რომელიც განახორცილებს საქმიანობას შშმ პირთა გადამზადების და დასაქმების კუთხით. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 28 თებერვალია. გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.