შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დაზიანებული ჭერი, სავარძლები და გათბობის სისტემა,
02.02.2020
უკან დაბრუნება
დაზიანებული ჭერი, სავარძლები და გათბობის სისტემა, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პრობლემებისა, რაც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში არსებობს. როგორც თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ამბობს, სპექტაკლები, რომლებიც საკმაოდ მაღალ ხარისხს დებენ, მინიმალურ პირობებში მზადდება. მესხიშვილის თეატრს რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა, რამაც გოგოლაშვილის თქმით, რეალურად პირობები შენობაში კიდევ უფრო გააუარესა. კულტურის სამინისტრომ მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაციისთის საჭირო, საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.