შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცლილი ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა
28.01.2020
უკან დაბრუნება
ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცლილი ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. ავარიის შედეგად გუშინ მამა, 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და 3 მცირეწლოვანი დაიღუპა, ხოლო ბავშვების დედა, მარიანა ქორიძე, ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე მცხეთის საავადმყოფოში იმყოფება.ბაქარ ბანძელაძე წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. წყვილი ბაკურიანში ქალიშვილის იუბილეს აღსანიშნავად იმყოფებოდა, საზარელი ავარია მათ უკან დაბრუნებისას შეემთხვათ.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გასული წლის სტატისტიკით საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა. მათგან 104 ქვეითი იყო. დაშავდა 7921 ადამიანი.სულ 2019 წელს 6 316 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,