შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე დაწყებული არაა
28.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე დაწყებული არაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ პირველი ავტომობილის გამოშვება მიმდინარე წელს დაანონსა. ამასთან არაერთხელ გაღღერდა ინფორმაცია ქუთაისში საწარმოს მშენებლობის დაწყების შესახებ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, კომპანიის მიერ დეკლარირებული განცხადებების მიმართ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. კომპანია აი გრუპში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საწარმოს სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ არის, თუმცა ტერიტორტია შემოიღობა და მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.