შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
28.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქცია მოეწყო წითელი ხიდისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავდა მდინარე რიონის სამაპირო ზოლი. დასუფთავების აქცია ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარეობდა. დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები. სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელები, ასევე მოქალაქეები. ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.