შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში ტრანსპორტის განყოფილება გაუქმდა
28.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში ტრანსპორტის განყოფილება გაუქმდა. როგორც ცნობილია, ქუთაისის მერიამ შპს სატრანსპორტო კომპანია შექმნა, რომლის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო მომსახურებას უზრუნველყოფაა. შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილედ ირაკლი ცხვედიანი დაინიშნა. ცხვედიანი ამ დრომდე ქუთაისის მერიის სატრანაპორტო განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც ტრანსპორტის განყოფილება ეკონომიკის განყოფილებასთან გაერთიანდა და ფუნქციები შპს "ქუთაისის სატრანაპორტო კომპანიაზე" გადანაწილდა.