შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთს პოლონეთიდან ოფიციალური დელეგაცია ეწვია
28.01.2020
უკან დაბრუნება
იმერეთს პოლონეთიდან ოფიციალური დელეგაცია ეწვია. კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავო ევოდოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის განათლების, ტურიზმის, ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები. დელეგაციებმა საუბრისას აღნიშნეშს, რომ ხვალ ქუთაისში ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის სკვერის გახსნა იგეგმება, რომელიც საქართველოში (ქუთაისში) დაიბადა და შემდგომ პოლიტიკური მოღვაწეობა პოლონეთში განაგრძო და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. დელეგაციებს საქართველოსთან სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის სხვა და სხვა გეგმები აქვთ. კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაციები ჩვენს მხარეში 26 იანვრიდან - 29 იანვრის ჩათვლით იქნებიან.