შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება
25.01.2020
უკან დაბრუნება
ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. რამდენად დაცულია საქართველოში შრომითი უსაფრთხოების ნორმები და რა პირობებში უწევთ მუშაობა როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ პირებს? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღის ამბების გადამღებ ჯგუფს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ესაუბრა. ირაკლი მხეიძის თქმით, ეს პრობლემა ქვეყანაში კარგახანია დგას, რომლის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა მაქსიმალურ შედეგამდე ჯერ კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.