შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში შპს ,,ამბიკონ სტილზი"-ს მეტალურგების გაფიცვის ფაქტს პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე ეხმაურება
23.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში შპს ,,ამბიკონ სტილზი"-ს მეტალურგების გაფიცვის ფაქტს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ეხმიანება.პროფკავშირის პრეზიდენტის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ,,ამბიკონ სტილზი"ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის სადაც დაურეგულირებელია შრომითი ურთიერთობები. მისივე განცხადებით, ქუთაისელი მეტალურგების გაფიცვის პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობა. საპროტესტო აქციას მუშები ხვალაც გეგმავენ და მათ სოლიდარობის ნიშნად ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები შეუერთდებიან.