შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ
16.02.2016
უკან დაბრუნება
მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერიაში იმყოფებოდნენ, მათ თვითმმართველობის შენობა დაათვალიერეს და ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. მოზარდები მთავრობის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ქალაქის ხელმძღვანელებთან თავიანთ მომავალ პროფესიებსა და ახალგაზრდულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით დაიგეგმა. ახალგაზდების სურვილის შემთხვევაში, ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. გასულ კვირას თვითმმართველობის პირველი პირები პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ