შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის ტურიზმის ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი 760 ათას ლარს შეადგენს
21.01.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის ტურიზმის ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი 760 ათას ლარს შეადგენს. გამოწვევები და პრიორიტეტები ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით კვლავ უცვლელი რჩება. როგორც იმერეთის ტურიზმის ცენტრის უფროსი ტატო ლილუაშვილი ამბობს, მიმდინარე წლის მთავარი მიზანი დასავლეთ ევროპის ბაზრების ათვისება იქნება , იგეგმება ასევე ინფო და მედია ტურები, პრეზენტაციები და საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობა.