შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა
20.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდა, მსახურების ბოლოს მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი აიღეს საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე დაწესდა ნათლობა მოგვიანებით მეუფემ, მრევლთან ერთად, მდინარე რიონი აკურთხა.მდინარე რიონის კურთხევის ტრადიცია 30 წელზე მეტია რაც არსებობს.