შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია
20.01.2020
უკან დაბრუნება
განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია. არსებული ინფორმაციით, უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისათვის კონკრეტული თარიღის დასახელება არ შეუძლია.