შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს
19.01.2020
უკან დაბრუნება
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური დღეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკაში მოღვაწეობდა, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სიურიალისტი მხატვარი არაერთ გამოფენაში მონაწილეობდა. იყო სამხატვრო აკადემიების წევრი. მისი სურვილი იყო ქუთაისში გამოფენის გამართვა, რაც არ აუსრულდა. ერთი კვირის წინ გულნარა წიკლაური ამერიკაში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის ინფარქტით გარდაიცვალა.