შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ
16.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. პროტესტი მგზავრობის ტარიფის გაიაფებას მოჰყვა, რომლის გადაწყვეტილებაც კომპანია 'მაქსიმის '' მეპატრონემ რამდენიმე დღის წინ მიიღო. მძღოლების განმარტებით ტარიფი 10 თეთრით გაიაფდა, რაც მათ ფინანსურად აზიანებს.აქციის მონაწილეები დღეს კომპანიის მხრიდან გამოძახებების არასწორ გადანაწილებაზეც საუბრობდნენ.მძღოლებს კომპანია,, მაქსიმის,, წარმომადგენელი შეხვდა , რომელმაც განუმარტა, რომ მოთხოვნა, რომელიც მძღოლებს აქვთ , გათვალისწინებული იქნება და ტარიფი ძველი ღირებულებით შენარჩუნდება. ტაქსების კომპანია ,,მაქსიმში,, ამდროისათვის 600ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მძღოლები. საკუთრი ავტომობილებით მუშაობენ, კომპანიაში კი გამომუშავებული თანხის 10 პროცენტი შეაქვთ.