შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ბიუჯეტი წელს მილიონ 590 ათასი ლარით განისაზღვრა
14.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ბიუჯეტი წელს მილიონ 590 ათასი ლარით განისაზღვრა. საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის ინფორმაციით, განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით დაიგეგმა. პრიორიტეტებად კვლავინდებურად რჩება სოციალურად დაუცველებისათვის საცხოვრებელი სახლების გადახურვა, სადარბაზოების კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტებში სპორტულ- გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა.
წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 116 სადარბაზოს კეთილმოწყობა მოხდება. არაბიძის თქმით, გამოცხადებული ტენდერების ნაწილი უკვე შედგა. შერჩეულ სადარბაზოებში სამუშაოები თებერვლიდან დაიწყება.