შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერიას სასამართლო მოუგო
16.02.2016
უკან დაბრუნება
ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერიას სასამართლო მოუგო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიმდინარე წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმის წარმოება შეწყვიტა. 1000 ლარით "ნაციონალების" დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა მიმართა. აღნიშნულმა სამსახურმა ამგვარად, პარტიის ქუთაისის ოფისის აივანზე პროტესტის გამომხატველი წარწერების გამოტანა გააპროტესტა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ. მერიის სამსახურის წარმოამდგენლები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპონენტების მისამართით არასწორი სანქციების გამოწერით არიან დაკავებულნი. განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური . სამსახურის წარმომადგენლის, ზვიად წაქაძის განცხადებით, მათ სასამართლოს საკმარისი არგუმენტები და მტკიცებულება წარუდგინეს.