შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია, ქუთაისის მერიის მიერ გასული წლის მანძილზე საწვავისთვის დახარჯულ თანხას ასაჯაროვებს
10.01.2020
უკან დაბრუნება
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია, ქუთაისის მერიის მიერ გასული წლის მანძილზე საწვავისთვის დახარჯულ თანხას ასაჯაროვებს და აპროტესტებს. წულაია ამბობს, რომ ქალაქში, სადაც სოციალურად დაუცველები რთულ პირობებში ცხოვრობენ, საწვავში 200 ათასი ლარის დახარჯვა მიუღებელია. გოგი წულაიამ პროტესტი სიმბოლურად, გუგუნავას 12 ა _ში მდებარე ამორტიზებულ შენობასთან გამოხატა, სადაც 3 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.