შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულის მაღაროში დასაქმებულები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ
15.02.2016
უკან დაბრუნება
ხმაური იყო დღეს ტყიბულში. მაღაროელები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ. მათ საქნახშირის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.კომპანიის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან. მათი განმარტებით, ხელფასები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ანაზღაურების გაზრდასთან ერთად ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.მაღაროელებმა საკუთარი მოთხოვნა განცხადების სახით ადმინისტრაციაში შეიტანეს.აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.