შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში წელს პიროტექნიკით დაშავების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა
03.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში წელს პიროტექნიკით დაშავების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე ამბობს, დაზიანებები იყო მსუბუქი ფორმის, რის გამოც პაციენტების ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა. რუხაძის ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების გამოძახების მკვეთრი ზრდა არ ყოფილა, მთლიანობაში, იმერეთის მასშტაბით, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში, პიროტექნიკით დაშავებულთა შესახებ 33 შეტყობინება შევიდა.