შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმას ზეიმობს
15.02.2016
უკან დაბრუნება
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მირქმას,უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს . უფლის მირქმა 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.იუდეველთა წესის მიხედვით,პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისათვის მსხვერპლს სწირავდნენ- ერთი წლის კრავს,ხოლო სიღარიბის შემთხვევაში,წყვილ გრიტს ან მტრედის ხუნდას. სახარების მიხედვით, მშობლებმა ყრმა იესო ტაძარში მიიყვანეს,რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირა.წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელმა იცნო მაცხოვარი,რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვის თანახმად,სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა.წმინდა სვიმეონი კრძალვით მიეგება იესოს და თავის მკლავზე მიიწვინა.ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმეონი მალე აღესრულა.მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ლოცვა აღევლინა.