შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საკრებულოს მუშაობის პრინციპებს , ასევე ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. მემორანდუმის გაფორმებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ალავიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ .