შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან
25.12.2019
უკან დაბრუნება
დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურისთვის 4 სრულიად ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილი შეიძინა. მანქანების ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში იმოძრავებენ ქალაქში და უნებართვო მშენებლობის, პარკინგის, გარე რეკლამის, ქალაქის იერ-სახის დამახინჯების თუ დაზიანების ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ახალი მანქანების წარდგენა საზოგადოებისთვის ქუთაისის მერიის შენობის წინ გაიმართა.