შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა
25.12.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში მცხოვრებ კათოლიკეებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა. გუბერნატორი საზეიმო ლიტურგიას დაესწრო და პადრეს მისასალმებელ სიტყვას მოუსმინა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კათოლიკეები ჩვენს გვერდით საუკუნეებია ცხოვრობენ და მათი რელიგიის პატივისცემა აუცილებელია. ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უცხოეთიდან ჩამოსული მორწმუნეებიც დაესწრნენ.