შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო ნობათის გადაცემა დაიწყო
24.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო ნობათის გადაცემა დაიწყო. წელს საჩუქარს 2 135 ადამიანი მიიღებს. ნობათებისთვის ბიუჯეტიდან 59 993 ლარი გამოიყო.. თითო საჩუქრისთვის 28ლარი და 10 თეთრი დაიხარჯა. სოციალურ საკითხთა სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის კობა ბუცხრიკიძის თქმით, საახალწლო ნობათის მიღება ბენეფიციარებს 27 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.