შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე
24.12.2019
უკან დაბრუნება
პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კვლევა ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 4 დაწესებულებაში ჩაატარა. როგორც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, პენიტენციურ სისტემაში ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები, მთავარ გამოწვევას კი კრიმინალური სუბკულტურის გავლენა წარმოადგენს.