შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტის „ ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
23.12.2019
უკან დაბრუნება
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ “საქართველო” პროექტის „ ინკლუზიური დიალოგი ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ დასკვნითი კონფერენცია გამართა. შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება იყო, რომელიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა. პროექტის ფარგლებში, ბაღდათსა და ზესტაფონში, სოციალური პოლიტიკის დოკუმენტები შემუშავდა, რომლებიც მუნიციპალიტეტების საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიებმა განსახილველად საკრებულოებს გადაუგზავნეს.