შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
21.12.2019
უკან დაბრუნება
ბაღდათსა და ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას მეთვალყურეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე უწევენ. ბენეფიციარებს ასევე ჩაუტარდათ, სკრინინგული კვლევები C ჰეპატიტიტსა და შიდსზე. აქციის ფარგლებში დევნილებმა კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გაიარეს, საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდათ ინსტრუმენტული გამოკვლევები, გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში და C ჰეპატიტის სკრინინგული გამოკვლევა.