შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბედი კვლავ გაურკვეველია
21.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბედი კვლავ გაურკვეველია, ფინანსური კრიზისის პარალელურად გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. პარალელურად , როგორც ცნობილია, ქუთაისის საფეხბურთო კლუბით იტალიური კომპანია "ალიანს გრუპ კომპანი" არის დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებოდნენ და საკითხი შეისწავლეს. გუნდის ახალი ინვესტორისთვის გადაცემის საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება „ტორპედოს“ ყოფილ პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ კლუბი მერიას დაუბრუნა, თუმცა დავალაინებას კვლავ არ აღიარებს. შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ სახელზე 3 მილიონი ფინანსური დავალიანება ირიცხება. რა პირობებში მოხდება ახალი ინვესტორისთვის კლუბის გადაცემა, დეტალების გარკვევას ჩვენ მერიის იურისტთან რამდენიმე დღეა ვცდილობთ, თუმცა ამ დრომდე ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.