შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლები მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ
13.02.2016
უკან დაბრუნება
მესამე დღეა ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, მათ კორპუსთან მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ბოლო რამდენიმე ღამეა იმ ტეროტორიაზე ათენებენ, სადაც უახლოეს პერიოდში კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიას მშენებლობის უფლებას არ მისცემენ და პერიმეტზე ათობით ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც იყვნენ მისულები, მათ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. მოგვიანებით ტერიტორიაზე კომპანიის ერთ-ერთი მეწილეც მივიდა, რომელმაც განაცხდა, რომ მათ მშენებლობის უფლება ქუთაისის მერიამ მისცა და ადგილზე სამშენებლო სამუშაოები კანონის სრული დაცვლით, რამდენიმე დღეში დაიწყება.