შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მომავლის ელჩები“ _ ასე ქვია პროექტს რომელსაც რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს
15.12.2019
უკან დაბრუნება
„მომავლის ელჩები“ _ ასე ქვია პროექტს რომელსაც რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს, პროექტი მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსდა. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის 26 მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნონ ევროკავშირი_საქართველოს ურთიერთობებს, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო აქტივობები რაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მოზარდთა ინფორმირებას შეუწყობს ხელს. პროექტის მეორე ეტაპზე მოსწავლეები განვლილ თემებზე მოამზადებენ პრეზენტაციებს, რომლებსაც თავიანთ სკოლებში წარადგენენ. გამოცხადდება თემატური ფოტოკონკურსი, სადაც 3 გამარჯვებული გამოვლინდება და შესაბამის ჯილდოს მიიღებს.