შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროპის კვირეულს ქუთაისიც შეუერთდა
12.12.2019
უკან დაბრუნება
ევროპის კვირეულს ქუთაისიც შეუერთდა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი ჭავჭავაძის გამზირზე გაიმართა. ღონისძიებით საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აღინიშნა. დროშის აღმართვას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ. მათი თქმით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის, რასაც ქვეყანა თავს აუცილებლად გაართმევს.