შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები დაიწყო
11.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები დაიწყო. ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ცენტრალურ მოედანზე, კვლავ მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება. სადიზაინო სამუშაოები დღეს დაიწყო და დაახლოებით ოთხ დღეში დასრულდება. ნაძვის-ხის დეკორაციებზე სამი დიზაინერი მუშაობს. დიზანერი ნინო ჩხენკელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნაძვის-ხის დიზაინის შესახებ იდეა წინა წელს გაჩნდა, თუმცა დროის უკმარისობის გამო ვერ განხორციელდა. 2020 წლისთვის დიზაინერები მოქალაქეებს საინტერესო ნაძვის-ხეს ჰპირდებიან და ამბობენ, რომ სიურპრიზი ყველასთვის სასიამოვნო იქნებაა.