შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ხელისუფლება მოქალაქეებს შანტაჟის გზით 14 დეკემბრის აქციაზე წასვლას აიძულებს“
11.12.2019
უკან დაბრუნება
,,ხელისუფლება მოქალაქეებს შანტაჟის გზით 14 დეკემბრის აქციაზე წასვლას აიძულებს“, - ეს განცხადება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველ გუნდს სურს, მათი მხარდამჭერების მრავალრიცხოვნების იმიტაცია შექმნას, ამიტომ დაშინების გზით მოქალაქეების და საჯარო მოხელების მობილიზება ხდება. ბრალდებებს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში უპასუხეს. გიორგი იობაშვილი ამბობს, რომ წულაიას განცხადება აფსურდი და საფუძველს მოკლებულია. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ამ შეკრებაზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო კვირეული შეჯამდება.