შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დიდი ბრიტანეთის ელჩი დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ესტუმრა
11.12.2019
უკან დაბრუნება
დიდი ბრიტანეთის ელჩი დღეს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. ჯასტინ მაკენზი სმიტმა დამსწრეებს რიგ საკითხებზე საკუთარი მოსაზრება გააცნო, ასევე ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერობაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კითხვები ძირითადად ინგლისური ენის განვითარებასა და გაცვლითი პროგრამების განვითარებას ეხებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯასტინ მაკენზი სმიტმა უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქარი მიიღო.