შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „კონსტრუქტ2“_ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
10.12.2019
უკან დაბრუნება
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „კონსტრუქტ2“_ს შორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. პროფესიული განათლების განვითარება და მისი ხელშეწყობა, როგორც „კონსტრუქტ2“ -ისთვის, ასევე ქუთაისის მერიისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ განახორციელონ, საგანმანათლებლო პროგრამები. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.