შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია
10.12.2019
უკან დაბრუნება
ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს და უკვე ერთი თვეა, რაც ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება.. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ ცნობს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.