შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯასტინ მაკენზის ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში უმასპინძლეს
10.12.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკენზის ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში უმასპინძლეს. ვიზიტი ნიუპორტისა და ქუთაისის 30 წლიანი მეგობრობის ფარგლებში შედგა. ქუთაისის მერმა ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო და მხარეებს შორის არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავისმხრივ, ბრიტანეთის ელჩი ქალაქის საინვესტიციო პოტენციალითა და მიმდინარე სიახლეებით დაინტერესდა.