შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კონფერენცია პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში გაიმართა
10.12.2019
უკან დაბრუნება
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში გაიმართა - დასრულებულია. მონაწილეებმა და დამსწრეებმა იმსჯელეს ნარჩენების მართვის საკითხებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის მიღწევებსა და გამოწვევებზე. მიმოიხილეს მუნიციპალურ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე საკითხები, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების როლი ნარჩენების მართვის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების დანერგვისა და მხარდაჭერის შესახებ. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, პროექტის პარტნიორებმა მოლდოვიდან და რუმინეთიდან.