შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„უნივერსიტეტების როლი რეგიონების განვითარებაში“ -კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
09.12.2019
უკან დაბრუნება
„უნივერსიტეტების როლი რეგიონების განვითარებაში“ - ამ თემას მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ERASMUS+ ფარგლებში მოეწყო და ის ორი დღე გაგრძელდება. პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები და 4 ევროპული პარტნიორი ქვეყანა: ესპანეთი, ავსტრია, ჩეხეთი და ლიეტუვა. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.