შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოპოზიციის საპროტესტო აქცია ქუთასიდან დღეს დაიწყო
06.12.2019
უკან დაბრუნება
ოპოზიციის საპროტესტო აქცია ქუთასიდან დღეს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები კიკვიძის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობას ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდნენ. . ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, რაზეც პასუხი უნდა აგოს. აქციას ასევე "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლები შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ეკიპაჟები.