შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მამუკა რიჟამაძემ მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
30.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სულხან-საბასა და ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა რიჟამაძემ მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა მაია ჩიბურდანიძის სახელობის ქუთაისის საჭადრაკო სკოლის დარბაზში გაიმართა. მაჟორიტარმა ისაუბრა პროექტებზე, რომელიც 2019 წელს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ მის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელდა. დასრულებული სამუშაოების განხილვის შემდეგ მამუკა რიჟამაძემ იმ პრიორიტეტულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც 2020 წელს არის დაგეგმილი. ანგარიშის გაცნობის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ქონდა მაჟორიტარი დეპუტატისთვის კითხვები დაესვა. შეხვედრას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები დაესწრნენ.