შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ეს იყო მართლაც დარბევა და სპეცდანიშნულების რაზმი იყო გამორჩეულად აგრესიული“, - ასე შეაფასა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა გიორგი თევდორაძემ
26.11.2019
უკან დაბრუნება
,,ეს იყო მართლაც დარბევა და სპეცდანიშნულების რაზმი იყო გამორჩეულად აგრესიული“, - ასე შეაფასა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განვითარებულ მოვლენებს თავად ესწრებოდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება, ჯამში, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ 28 ადამიანი დააკავეს.