შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ბრალდება ააიპ ”სპეციალურ სერვისებს”
09.02.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისებს" ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების დახოცვაში ადანაშაულებს.ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებით , ფოტოები , რომელზედაც თავშესაფრის ტერიტორიაზე მყოფი გარდაცვლილი ძაღლებია ასახული, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრები თავშესაფარში მოგვიანებით მივიდნენ, ტერიტორაზე დახოცილი ცხოველები მათ ვერ ნახეს,თუმცა სისხლის კვალი აღმოაჩინეს. .ბრალდებას აბსურდულს უწოდებს მეორე მხარე.ააიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი ძაღლების დახოცვის ფაქტს კატეგორულად უარყოფს .რაც შეეხება სისხლის კვალს,ის ამტკიცებს რომ ძაღლებს სისტემატიურად უტარდებათ კასტრაცია და აცრები. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ქუთაისში 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს.