შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს
09.02.2016
უკან დაბრუნება
ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნას ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და კუთვნილი შვებულებით სარგებლობა წარმოადგენდა. აქცია ფეროშენადნობი ქარხნის 100-მდე თანამშრომელმა გამართა. მათი განცხადებით, სამუშაოს შესრულება მონურ პირობებში უწევთ. აქციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც მონაწილეებს სამართლებრივ დახმარებას დაპირდნენ. ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ თუ დღევანდელი გამაფრთხილებელი აქცია შედეგს არ გამოიღებს, ქარხანაში დასაქმებული 1 800-მდე ადამიანი პერმანენტული აქციებს გამართავს.