შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მწვანეყვავილასა და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო ავარიული მდგომარეობა შეიქმნა
17.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში მწვანეყვავილასა და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო ავარიული მდგომარეობა შეიქმნა. მოსახლეობას დაეწვა ტექნიკა და მათი თქმით იყო ხანძრის გაჩენის საშიშროება. პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღის ამბების გადამღებ ჯგუფს ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა გეგუჩაძე ესაუბრა. მისი თქმით, ელექტროენერგიის შეფერხება აღმოფხვრილია და მიმდინარეობს მოსახლეობის ზარალის აღწერა,რის საფუძველზეც დაზიანებული ტექნიკის შეკეთება ან შეცვლა მოხდება