შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდა
14.11.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდა. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტის დამტკიცებას 113 ხმა სჭირდებოდა. საკითხი მწვავე დაპირისპირების მიზეზი ხდება. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღის ამბებმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების პოზიცია გაარკვია, სატელეფონო კომენტარი კობა ნარჩემაშვილმა, დიმიტრი მხეიძემ და გენადი მარგვერლაშვილმა გააკეთეს. მხეიძე ამბობს რომ ამ მოცემულობაში მაჟორიტარული სისტემა უფრო გამართლებულია და თავის დროზე ახალ სისტემაზე გადასვლას მხოლოდ გუნდურობის პრინციპით დაუჭირა მხარი. სახელისუფლებო კრიზისი, ასე შეაფასა მოცემული ვითარება კობა ნარჩემაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას უჭერენ. კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭირა მხარი, დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა ამბობს რომ კანონპროექტის ჩავარდნა მისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა იყო.