მთავარი
ტელეპროგრამა
TV LIVE
RADIO LIVE
ტელეპროგრამა
00:00 ტელეპროგრამა
< >
შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია -ქქუთაისი და მიმდებარე რაიონები.
ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვია

07.11.2019
ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვია. ცნობილ საოპერო ტენორს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდა. პალომბი ქუთაისში რომიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც მან აეროპორტში განაცხადა, მას საქართველოზე, ასევე ქართულ კერძებზე ბევრი სმენია. საოპერო ტენორის თქმით, კარგად იცის ქუთაისის ისტორია და ამ ქალაქის შესახებ ბევრი წაუკითხავს. ანტონელო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, რომლებიც ქუთაისში ხვალ ჩამოვლენ. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.


პირდაპირი | LIVE

Broadcasting Company RioniTV © 2015